კაცობრიობის ისტორია ახალ განზომილებაში
ღირსეული ადამიანი თავისი ადამიანური (სულიერი) ღირებულებებით სამყაროს საფუძველს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ღირებულებების მატარებელი ადამიანი, შესაძლოა მეზობელ ქვეყანაში, ან შესაძლოა ტყვეობაში ან ციხეში, ის იქაც დარჩება პიროვნებად, რომელიც უდაოდ იმსახურებს პატივისცემას. არბაკ ხაჩატრიანის თქმით, სწორედ ადამიანი იქცა მსოფლიოში მთავარ დეფიციტად.
არბაკ ხაჩატრიანის ირგვლივ შეკრებილმა სომხეთის ინტელექტუალურმა საზოგადოებამ გადაწყვიტა შეემუშავებინა ე.წ „გზამკვლევი“ ან მოქმედების შუალედური გეგმა. რაზეც საზოგადოების იდეურმა ინსპირატორმა განმარტა, რომ მკაფიო გეგმის გაწერა და მისი მიყოლა დღევანდელ ვითარებაში უახლოეს მომავალთან მიმართებაშიც კი შეუძლებელია. მსოფლიო მოვლენები გასაოცარი სისწრაფით იცვლება ამა თუ იმ მიმართულებით და იმისთვის, რომ სწრაფად და მართებულად მოხდეს მათზე რეაგირება საჭიროა ტვინი და ფუნდამენტური მორალური პრინციპები. აქ წინა პლანზე გამოდის არბაკ ხაჩატრიანის კონცეფცია სამყაროს გადარჩენის შესახებ, რომელიც ეფუძნება ე.წ „Think Tank“ – ების მსოფლიო ქსელის შექმნას. აღნიშნული ქსელის საქმიანობის საფუძველი კი იქნება უნივერსალური ადამიანური ღირებულებები. მხოლოდ ადამიანის ინტელექტი და ღირებულებები არ ექვემდებარება დასანქცირებას და კონფისკაციას – იქნება ეს სიყვარული სამშობლოსადმი, ოჯახისადმი ან მოყვასის მიმართ. სახელმწიფოებმა, რომლებსაც უნდათ ჰქონდეთ საერთაშორისო პატივისცემა და ავტორიტეტი, მსოფლიოს უნდა წარუდგინონ არა თავიანთი მატერიალური სიმდიდრე – ბანკები, ნავთობი, გაზი, არამედ ადამიანური კაპიტალი.
ყველაფერი, რაზეც არბაკ ხაჩატრიანი საუბრობდა და აფრთხილებდა საზოგადოებას წლებისა და თვეების წინ, თავის დროზე თითქოს „ფერების გამუქებას“ გავდა, მაგრამ დღეს წარმოუდგენელი სიზუსტით სრულდება. ძველი საფინანსო/საბანკო სისტემის რღვევიდან დაწყებული ომებითა და კონფლიქტებით დასრულებული. ბევრი სახელმწიფო ჩაეფლო პოლიტიკურ ქაოსში. მაგრამ, რაც მთავარია, ცალკეულ ქვეყნებში (რუსეთი, სომხეთი, საქართველო და ა.შ.) დაიწყეს საუბარი უნივერსალური ადამიანური ღირებულებების პრობლემაზე, რომელზეც არბაკ ხაჩატრიანი ჯერ კიდევ 10-20 წლის წინ წერდა. მაშინ ბევრმა მორალურ ღირებულებების მნიშვნელობასა და მათზე ორიენტირზე საუბარს უმნიშვნელო „ლირიკა“ უწოდა. ლირიკა, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის დროში მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს.
დღესდღეობით ჩვენდა გასაკვირად და ჩვენი თანამოსაუბრის სასიხარულოდ სურათი იცვლება. არბაკ ხაჩატრიანი ხშირად იმეორებს, რომ სამყაროს საფუძველი არის ღირსეული ადამიანი თავისი ადამიანური (სულიერი) ღირებულებებით. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ღირებულებების მატარებელი ადამიანი, შესაძლოა მეზობელ ქვეყანაში, ან შესაძლოა ტყვეობაში ან ციხეში, ის იქაც დარჩება პიროვნებად, რომელიც უდაოდ იმსახურებს პატივისცემას.
არბაკ ხაჩატრიანის თქმით, სწორედ ადამიანი გახდა მსოფლიოში მთავარი დეფიციტი. აქედან მოდის მთელი ჩვენი უბედურება. სწორი სულიერი ღირებულებების არსებობა წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების საფუძველს, როგორიცაა მაგალითად ოჯახი, სამშობლო… სწორედ ჭეშმარიტი ადამიანურითვისებები უწყობს ხელს თუნდაც მეზობლების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებაში… მსოფლიოში ტრადიციული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე ჭეშმარიტი ადამიანის არარსებობამ (პროცენტული თანაფარდობით) მიიყვანა ჩვენი საერთო სახლი დღევანდელ მდგომარეობამდე.
ფინანსური/საბანკო სისტემის სახით არსებული მატრიცა და სხვა ფაქტორები, ზოგიერთისთვის უბრალოდ გადარჩენა და ზოგიერთის კომფორტული ფიზიკური არსებობისა და პირადი კეთილდღეობის შეუზღუდავი სურვილი, ადამიანებს აიძულებს დაივიწყონ ნამდვილი ადამიანური თვისებები. ყველაფერი დაფუძნებულია მოგებაზე და მოგებაზე!!! ამ მიზეზით დღეს არც ომები ჩერდება, არც კონფლიქტები და არც დაპირისპირებები… არ არსებობს ადამიანი!!! თუნდაც ერთ მხარეს რომ ჰყავდეს ლიდერი-ადამიანი, მოწინააღმდეგე მხარეს ადამიანის ნაცვლად აქვს მატრიცა, ფული და ა.შ!!!
რა უნდა გავაკეთოთ? როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?
გამოდის რომ ჩვენ გვჭირდება ადამიანური ლიდერი, რომელიც შეძლებს ხალხთან მიიტანოს და მთელი პლანეტის მოსახლეობას გააგებინოს, რომ წესიერ ადამიანად ყოფნა სასარგებლო და სასიკეთოა კაცობრიობისთვის (განურჩევლად კანის ფერისა, ქვეყნისა, საცხოვრებელი ადგილისა, რელიგიისა, კლიმატისა, ენისა და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში (ომი, მიწისძვრა და ა.შ.) ადამიანი ნათლად ავლენს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს, მის ნამდვილ არსს: ვიღაც ხდება გმირი, ვიღაც – მშიშარა და მოღალატე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ღვთის ფასეულობების ის ჭეშმარიტი საფუძველი, რომელიც კაცობრიობის უმრავლესობას კვლავ პოზიტიურ გმირებად გადააქცევს და არა მატრიცულ „ბიონაგვად“, რომელსაც დღეს ვხედავთ.
შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიამდე დიდი ხნით ადრე არბაკ ხაჩატრიანმა გამოთქვა ეჭვი, არჩევნები ჩატარებასთან დაკავშირებით. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩატარების შემთხვევაშიც კი ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი. ჩვენ არ ვართ რესპუბლიკელების ან დემოკრატების მომხრეები, ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ ფაქტებს. ახლა მსოფლიო თვალს ადევნებს ტრამპისა და ბაიდენის არატრადიციულ წინასაარჩევნო კამპანიას…
ეს ყველაფერი შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში, და მივიდეს სამოქალაქო ომამდეც კი. შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა ვაჭარი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო, რომელმაც გაანადგურა ძველი ჩამოყალიბებული (კარგი თუ ცუდი – აქ არ აქვს მნიშვნელობა) სისტემა. სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, არბაკ ხაჩატრიანმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ თუ აშშ-ში ხელისუფლებაში „სულიერი ბიზნესმენი“ დონალდ ტრამპი მოვა, ის იქნება ძლიერი ზესახელმწიფოს ბოლო პრეზიდენტი. სიტუაცია აუცილებლად გაუარესდება… დღეს ანგლო-საქსების ქვეყნებში (ამერიკა, ინგლისი) ხელისუფლებაში თანდათანობით მოდიან ძირძველი ხალხების (ფესვების) წარმომადგენლები. ეს წარმოუდგენელი იყო 50 წლის წინ. როლები და ისტორია იცვლება, როგორც ეს მოხდა ეგვიპტესა და ისრაელში თავის დროზე. მაინტერესებს ეს ისტორიული რეალობაა თუ ღვთის სასჯელი?
- ბუნებრივი გზით მიმდინარეობს ფინანსური და საბანკო სისტემის კოლაფსი, რაზეც არბაკ ხაჩატრიანიც 10 წელზე მეტი ხნის წინ წერდა.
- ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის გრძელდება ომი, რომელმაც შესაძლოა ირანამდეც კი მიაღწიოს.
- როგორც ა.ხაჩატრიანი საუბრობდა, მოპარულ ფულს აღარ აქვს მნიშვნელობა და ძალა. უფრო მეტიც, ის ახლა თამაშობს საკუთარი ხარბი ბატონების და ხალხის წინააღმდეგ. ავიღოთ, მაგალითად, ამიერკავკასიის რეგიონი: საქართველოში, დაახლოებით 16 წელია, პოლიტიკოსები ქვეყანას ევროპისკენ უბიძგებენ და საგარეო პოლიტიკური ვექტორის დღევანდელი ცვლილებას ხსნიან იმით, რომ მათ არ სურთ საქართველოს მეორე უკრაინად გადაქცევა… მაგრამ განსხვავება პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პირველი მეორესგან განსხვავებით კარგად დაფიქრდება სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში ახალგაზრდების სისხლში ანტირუსული სენტიმენტებისა და შეუწყნარებლობის გამუდმებით ჩანერგვასთან და ჩაბეჭდვასთან დაკავშირებით. ეს ქმნის ტურბულენტობას, რამაც ღმერთმა არ ქნას, შესაძლებელია სამოქალაქო ომამდეც კი მიგვიყვანოს.
არბაკ ხაჩატრიანს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოს ქამელეონები მართავენ, სომხეთში – გიჟები, ხოლო აზერბაიჯანს ადამიანი, რომელსაც დონ კორლეონეს მტვერი ადევს. დღეს ეს ყველაფერი აშკარაა. სომხეთს არც ტვინი აქვს, არც სახელმწიფო სისტემა (არც ერთი სამთავრობო უწყება არ ფუნქციონირებს გამართულად), არც სახელმწიფო უსაფრთხოების არსის გაგება. სომხეთის ლიდერმა ომის წარმოების ახალი „ტაქტიკა“ მოიფიქრა, მან ქვეყნის საზღვრები ღია და უყურადღებოდ დატოვა, რათა თავდასხმის შემთხვევაში ალიევმა არ დაიკვეხნოს, რომ მან დაიპყრო სომხეთი. აზერბაიჯანში კი მოჩვენებითი დონ კორლეონე დღეს არა მხოლოდ მთელი სომხეთის დაპყრობის პრეტენზიას აცხადებს და დასავლეთ აზერბაიჯანად მოიხსენიებს მას, არამედ გამოაცხადა კიდეც საკუთარი განზრახვა საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის განადგურებასთან დაკავშირებით. (არეულობა ახალ კალედონიაში და ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით სოციალური ქსელების საშუალებით).
- დღეს ჩვენ ასევე გავხდით თვითმხილველები იმისა, თუ როგორ ზიანს აყენებს ევროპიდან, აშშ-დან ან რუსეთის ფედერაციიდან მიღებული თანხები მთელ ქვეყნებსა და ხალხებს და „უფუჭებს რეპუტაციას“ იმ პირებს, ვინც მიიღო და გამოიყენა ეს თანხები.
- არბაკ ხაჩატრიანმა არაერთხელ გააფრთხილა სომხეთი დიდი სახელმწიფოების ხელში მარიონეტად ქცევის საფრთხის შესახებ. ახლა ქვეყანაში არის სრული ქაოსი; თითქმის გაორმაგებულია იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ხალხისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება. სამაგიეროდ, მთელი უშიშროების ძალებს მოუწოდებენ დაიცვან ერთი გიჟი და უბედური პოლიტიკოსისა და მისი არაადეკვატური გუნდის უსაფრთხოება… მეორეს მხრივ, სომეხი ხალხი ხედავს ყოფილი „ვაჭარი“ ლიდერების მცდელობებს, დაიბრუნონ ძალაუფლება. ხალხი დაბნეულია, მათ არ იციან რისი დაუჯერონ და ვის.
დღეს მსოფლიოში რაღაცის შეცვლა შუძლიათ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებსა და პიროვნებებს, რომლებიც არ არიან გარეული სახელმწიფო ქურდობაში – არიან უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მატარებლები, გაჩნიათ შესაბამისი ინტელექტი, სამშობლოსადმი ერთგულება და მთელი კაცობრიობის პატივისცემა. სწორედ ამ თვისებებით არის დაჯილდოებული არბაკ ხაჩატრიანი, რომელმაც თავისი უნიკალური „პოლიტიკური გრძნობით“ შეძლო მსოფლიო განვითარების კურსის წინასწარმეტყველება. სწორედ მან ატეხა განგაში იმ ომების შესახებ, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ არავისთვის იყო რეალური, მაგრამ მოგვიანებით ახდა (საქართველო, სირია, უკრაინა, ყარაბაღი, ისრაელი და ა.შ.). ფასდაუდებელია მისი დამსახურება სომხეთს, ყარაბაღის, საქართველოს წინაშე… მაგრამ, ამის მიუხედავად, სომხებმაც კი არაერთხელ უღალატეს მას (თუმცა აქ სხვა პიროვნების ეროვნული კუთვნილება მხოლოდ გვარით დავადგინეთ). ვიღაცას ნამდვილად არ მოეწონა მისი იდეები და ქმედებები… არბაკ ხაჩატრიანთან გამკლავების მიზნით, ეს ადამიანები ცრუ დასნებებსაც კი არ მოერიდნენ, ისინი აქტიურად იყენებდნენ კავშირებს რუს ჩინოვნიკებთან… შედეგად, მან 2,5 წელი გაატარა ლეფორტოვოში.
არბაკ ხაჩატრიანის სარჩელის აღიარება არის არა მხოლოდ ცალკეული ოჯახის სამართლიანობის აღდგენა, არამედ დიდი საერთო გამარჯვება, რადგან გამოძიების დროს შეგროვებული ინფორმაციის გამჟღავნება სომხეთის „ლიდერებს“ ნიღბებს აშორებს და ხალხს საბოლოოდ თვალის გახელაში ეხმარება.
ხოლო მითვისებული ქონების კომპენსაცია წარმოადგენს სუფთა, დამოუკიდებელ ფონდს, რომელიც იძლევა დაკარგული ადამიანური ღირებულებებისა და ხალხური ტრადიციების აღდგენის შესაძლებლობას, რაც ჩვენს რეგიონში მშვიდობის საწინდარია, ამისთვის, არბაკ ხაჩატრიანის თქმით, უნდა შეიქმნას სომხეთის დროებითი მთავრობა, რომელიც იმუშავებს ყველა ჯანსაღ მსოფლიო პოლიტიკურ ძალასთან.